სასტიკი ანგარიშსწორება ჟურნალისტებზე და დაუსჯელი მოძალადეები - 5 ივლისის უმძიმესი მოვლენებიდან 4 წელი გავიდა

05.07.25 10:31
სასტიკი ანგარიშსწორება ჟურნალისტებზე და დაუსჯელი მოძალადეები - 5 ივლისის უმძიმესი მოვლენებიდან 4 წელი გავიდა

სასტიკი ანგარიშსწორება ჟურნალისტებზე და დაუსჯელი მოძალადეები - 5 ივლისის უმძიმესი მოვლენებიდან 4 წელი გავიდა.

5 ივლისის სისხლიანი ანგარიშსწორების დღეს 53 ჟურნალისტი დაშავდა. რადიკალური დაჯგუფების აგრესიული წევრები რუსთაველის გამზირზე უსწორდებოდნენ ყველას, ვისაც ხელში მიკროფონი ან ტელეკამერა ეჭირა. 5 ივლისი განსაკუთრებით მძიმე თარიღია "ტვ პირველისთვის".

სწორედ ამ დღეს სასტიკად ცემის და დასისხლიანების შემდეგ, რამდენიმე დღეში  ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. მას მოძალადეები "სირცხვილიას" ოფისთან გაუსწორდნენ,აგრესორებმა წრეში მოიქციეს, კამერა დაუმტვირეს და სასტიკად სცემეს. 

წლებთან ერთად იზრდება კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების მიმართ აგრესია, ასე მოხდა რამდენიმე თვის წინაც, როცა პროევროპული აქციების დროს ქართველ ჟურნალისტებს ამჯერად უკვე ან სპე რაზმელები ასისხლიანებდნენ ან  ბნელ ქუჩებში შავ ნიღბებს ამოფარებული მამაკაცები ძალადობენენ. ეს საქმეებიც ამ დრომდე თაროზეა შემოდებული და არავინ დასჯილა.

მსგავსი სიახლეები