სკანდალური ჩანაწერი და დაუსჯელი სპეცრაზმელები -"ვიდეოში ისმის მოკვლის მუქარა, ასევე გოგოს მისამართით გაუპატიურების შინაარსის ფრაზები"
ვიდეომტკიცებულების გამოკვლევიდან, რომელმაც სინდისის 11 პატიმრის საქმე ჩამოშლის ზღვარზე მიიყვანა, თითქმის 24 საათი გავიდა, თუმცა სპეციალურ საგამოძიებო სამსახური დუმილის რეჟიმშია.
11 პირის საქმის უფლებადამცველებს აინტერესებთ, არიან თუ არა იდენტიფიცირებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ის თანამშრომლები, ვინც პროევროპული აქცის მონაწილეებს "მოკვლით და დასახიჩრებით" ემქურებოდნენ.
ადვოკატების თქმით, პროკურატურის მიერ გუშინ პროცესზე წარმოდგენილ ვიდეოში ისმის ხმები - მოკალით, დახოცეთ, დაასახიჩრეთ. ასევე, როგორც ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე "პირველებთან" აცხადებს, ჩანაწერში არის სპეცრაზმელები მხრიდან გოგოს მისამართით გაუპატიურების შინაარსის ფრაზები.
ეს არის ფრაზები, რომელიც შეიცავს მოკვლის და სიცოცხლის მოსპობის მუქარას. ისმის ხმები - მოკალით, შეასხით, სავარაუდოდ საუბარია "წიწაკის სპრეის" შესხმაზე. ისმის ხმა, როცა სპეცრაზმელები ერთ-ერთ გოგოს ემუქრებიან, მათ შორის გაუპატიურების შინაარსის ფრაზებით. იმგვარი ფრაზები ისმის, რაც ცალსახად გვაფიქრებინებს, რომ ეს არის რარაცა ჯგუფური მოქმედება მათი მხრიდან. საგამოძიებო ორგანოს მიდგომა არის ცალმხრივი და სიბიექტური, როცა მიზანმიმართულად ისჯებიან პროტესტანები, მოქალაქეები, რომლებიც აფიქსირებენ თავიანთ აზრს, თუმცა არ ისჯებაინ ადამიანები, რომლებიც პროტესტანტების წინააღმდეგ ჩადიიოდნენ არაერთი სახის სისტემურ დანაშაულებს", - აცხადებს ლაშა ცუცქირიძე.
სკანდალური ჩანაწერი, სადაც სიცოცხლის მოსპობის არაერთი მუქარა არის გაჟღერებული პოლიციელების მხრიდან, იურისტების თქმით, დანაშაულს წარმოადგენს და ახლა სამართალდამცველების წინააღმდეგ მინიმუმ გამოძიება უნდა იყოს დაწყებული.
ცალსახა მოწოდება იყო სამართალდამცველების მხრიდან, რომ კონკრეტული აქტვისტები უნდა მოკლან, მათზე უნდა იძალადონ, ასევე აგინებენ და ვიდეოში ასევე ჩანს, როგორ აყენებენ ხელის ჟესტებით შეურაცხყოფას აქტივისტებს. როცა კონკრეტულ ვიდეოს ვუყურებდით, სადაც ანდრო ჭიჭინაძე საერთოდ არ ჩანდა, პროკურატურა მაინც ცდილობდა, რომ ანდრო მაინც მიება ამ ვიდეოზე და ეთქვა, რომ აი შემდგომ ვიდეოებში ვნახავთ ანრო ჭიჭინაძეს. როცა კონკრეტულ ვიდეოს ვიკვლევთ, კონკრეტულ ვიდეოზე უნდა ვისაუბროთ", - აცხადებს თორნიკე მიგინეიშვილი.
"მოკალით, დახოცეთ, დაასახიჩრეთ" - პოლიციელების მუქარის შემცველი ეს სიტყვები გუშინ სასამართლო პროცესზე იმ ვიდეომასალაში ისმოდა, რომელიც ბრალდების მხარემ პროევროპულ აქციაზე დაკავებული 11 პირის, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის საქმის მასალებში ჩადო.