2021 წლის 5 ივლისს, ჩვენ მოგვიკლეს კოლეგა, ლექსო ლაშქარავა - ქეთა ციცქიშვილი
2021 წლის 5 ივლისს, ჩვენ მოგვიკლეს კოლეგა, ლექსო ლაშქარავა - ამის შესახებ "პირველებთან" ჟურნალისტმა ქეთა ციცქიშვილმა განაცხადა.
დღეს 5 ივლისის უმძიმესი მოვლენებიდან დღეს 4 წელი გავიდა, ამიტომ ჟურნალისტებისთვის ეს თარიღი განსაკუთრებით მძიმეა.
ქეთა ციცქიშვილი ამბობს, რომ ის ფაქტი, რომ დღეს მედიის წარმომადგენლები, მზია ამაღლობელი და ნიკა კაცია ციხეში არიან, ეს ყველაფერი სწორედ იმ ის გაგრძელებაა, რაც 5 ივლისს, 4 წლის წინ დაიწყო.
ჩემთვის ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა იყოფა ასე - 2021 წლის 5 ივლისამდე და მას შემდეგ, რადგან მას შემდეგ ჟურნალისტიკა აღარ არის ისეთი, როგორიც მანამდე იყო. მოგვიკლეს კოლეგა, ლექსო ლაშქარავა, ამას ღიად და პირდაპირ ვამბობ, იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება. ჩვენ ამაზე ვნახეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და ორგანიზაციების გამოხმაურებები. ეს იყო ყველაზე დიდი ტრაგედია არა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც ლექსოს ვიცნობდით, არამედ ნებისმიერი მოქალაქისთვის, იმ ჟურნალისტისთვის, რომელიც მას მერე შემოუერთდა ამ პროფესიას. შესაბამისად, კარგად უნდა ვიაზრებდეთ იმას, რომ დღეს მზია ამაღლობელი და ნიკა კაცია რომ ციხეში არიან, ეს ყველაფერი არის იმის გაგრძელება, რაც დაიწყო 5 ივლისს", - ამბობს ქეთა ციცქიშვილი.
სასტიკი ანგარიშსწორება ჟურნალისტებზე და დაუსჯელი მოძალადეები - 5 ივლისის უმძიმესი მოვლენებიდან 4 წელი გავიდა.
5 ივლისის სისხლიანი ანგარიშსწორების დღეს 53 ჟურნალისტი დაშავდა. რადიკალური დაჯგუფების აგრესიული წევრები რუსთაველის გამზირზე უსწორდებოდნენ ყველას, ვისაც ხელში მიკროფონი ან ტელეკამერა ეჭირა. 5 ივლისი განსაკუთრებით მძიმე თარიღია "ტვ პირველისთვის".
სწორედ ამ დღეს სასტიკად ცემის და დასისხლიანების შემდეგ, რამდენიმე დღეში ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. მას მოძალადეები "სირცხვილიას" ოფისთან გაუსწორდნენ,აგრესორებმა წრეში მოიქციეს, კამერა დაუმტვირეს და სასტიკად სცემეს.