"ოცნება" ხელს აფარებდა მოძალადეებს, ახლა კი თავად გახდა მოძალადე" - 4 წელი 5 ივლისის უმძიმესი მოვლენებიდან

05.07.25 17:12
"ოცნება" ხელს აფარებდა მოძალადეებს, ახლა კი თავად გახდა მოძალადე" - 4 წელი 5 ივლისის უმძიმესი მოვლენებიდან

4 წელი 5 ივლისის უმძიმესი მოვლენებიდან - მედიის ადვოკატირების კოალიციის თავმჯდომარე, მამუკა ანდღულაძე ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" 5 ივლისის შემოქმედი არცერთი მოძალადე ამ დრომდე არ დაუსჯია. 

ანდღულაძე პირდაპირ ამბობს, რომ "ივანიშვილის გუნდი 2021 წელს "ხელს აფარებდა მოძალადეებს".

მაგრამ, ახლა ვხედავთ, რომ "ქართული ოცნება" თავად, პირადად გახდა მოძალადე დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ - აცხადებს ანდღულაძე. 

5 ივლისი ქართული მედიისთვის და განსაკუთრებით დამოუკიდებელი მედიისთვის და ჟურნალისტებისთვის ერთ-ერთი მძიმე დღეა. მთელმსა მსოფლიომ იხილა პირდაპირ ეთერში, თუ როგორ ძალადობდა მოძალადე ჯგუფები მედიის წინააღმდეგ, თავს ესხმოდნენ და ნაცვლად იმისა, რომ პოლიციას, სამართალდცველებს ეფექტურად დაეცვა ისინი, რეალურად ჩვენ ვიხილეთ ამდენი დაზარალებული ჟურნალისტი, დაზარალებული ტექნიკა და ა.შ. პლუს ამას, შემდგომმა მოვლენებმაც ცალსახად აჩვენა, რომ "ქართული ოცნება" აშკარად ხელს აფარებდა მოძალადეებს, იმიტომ, რომ ნაცვლად იმისა, რომ ორგანიზატორებს დაკავებისა, "ქართულმა ოცნებამ" პასუხისმგებლობა მხოლოდ წვრილფეხობა მოძალადეებს დააკისრა. მაგრამ, ის რაც შემდგომ მოხდა, ვხედავთ, რომ "ქართული ოცნება" თავად, პირადად გახდა მოძალადე დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ", - აცხადებს მამუკა ანდღულაძემ. 

სასტიკი ანგარიშსწორება ჟურნალისტებზე და დაუსჯელი მოძალადეები - 5 ივლისის უმძიმესი მოვლენებიდან 4 წელი გავიდა.

5 ივლისის სისხლიანი ანგარიშსწორების დღეს 53 ჟურნალისტი დაშავდა. რადიკალური დაჯგუფების აგრესიული წევრები რუსთაველის გამზირზე უსწორდებოდნენ ყველას, ვისაც ხელში მიკროფონი ან ტელეკამერა ეჭირა. 5 ივლისი განსაკუთრებით მძიმე თარიღია "ტვ პირველისთვის".

სწორედ ამ დღეს სასტიკად ცემის და დასისხლიანების შემდეგ, რამდენიმე დღეში  ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. მას მოძალადეები "სირცხვილიას" ოფისთან გაუსწორდნენ,აგრესორებმა წრეში მოიქციეს, კამერა დაუმტვირეს და სასტიკად სცემეს. 

მსგავსი სიახლეები