არჩევნებზე მნიშვნელოვანი იქნება "ლელოს" და "გახარია-საქართველოსთვის" საერთო კანდიდატები - ლევან გოგიჩაიშვილი

05.07.25 17:24
არჩევნებზე მნიშვნელოვანი იქნება "ლელოს" და "გახარია-საქართველოსთვის" საერთო კანდიდატები - ლევან გოგიჩაიშვილი

ეყოლებათ თუ არა "ლელო-ძლიერ საქართველოს" და გახარიას გუნდს თვითმმართველობის არჩევნებზე საერთო კანდიდატები? - "გახარია-საქართველოსთვის" პარტიის წევრი, ლევან გოგიჩაიშილი "პირველებთან" ამბობს, რომ  მისი აზრით, მნიშვნელოვანი იქნება ეს ორი პარტია არჩევნებზე საერთო კანიდატებით გავლენ.

რაც შეეხება ზოგადად არჩევნებში მონაწილეობას, გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ სწორედ არჩევნები იძლეობდა ოპოზიციის ერთიანობის მექანიზმს, რასაც "ნეიტრალური კანდიდატები და საერთო ბრძოლაში გასვლა ერქვა"

მე არ ვფიქრობ, რომ იყოს რამე ისეთი საინტერესო გზა, რომელიც უზრუნველყოფდა ერთობას, იმიტომ, რომ არჩევნები იძლეოდა ზუსტად იმ მექანიზმს ერთიანობის, რასაც ერქვა ნეიტრალური კანდიდატები და საერთო ბრძოლაში გასვლა. ეს იყო მნიშვნელოვანი და დანარჩენი ახლა, ეს ადამიანები რატომ არ გადიან არჩევნებში, ჩემამდე უბრალოდ არ დადის. დანარჩენი არის ილუზიის შექმნა, რომ თითქოს ამ არჩევნებში არგასვლით კიდევ უფრო დამძიმდებოდა რაღაცა პროცესი. ეს ერთმანეთს საერთოდ არ გამორიცხავს. მე პირადად ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იქნება საერთო კანდიდატები და ამ კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ საერთო დიაპაზონი იმის, რომ ამომრჩევლებმა მხარი დაუჭიროს", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. 

ამასთან, გოგიჩაიშვილმა "ლელოს" გადაწყვეტილებას სწორი იყო.

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილება იყოს სწორი და მე ამ გადაწყვეტილებას მხარს ვუჭერ. თვითმმართველობის არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლის ეტაპი, ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით ადამიანებთან კომუნიკაციის მიმართულებით. ამ ქვეყანაში არჩევნებს არ აქვს ალტერნატივა და დანარჩენი ყველაფერი არის პროვოკაცია, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც ეს შეიძლება ჩატარდეს იმავე ცესკოთი, რომელიც იყო 2024 წლის არჩევნების დროს და რომელიც ჰგავს იმ ცესკოს, რომელიც წინა ხელისუფლება „ნაცები“ ატარებდნენ. ამ ქვეყანას აქვს გამოცდილება, რომ ასეთ უსამართლობებში კი შესაძლებელია გამარჯვებები. ეს გამარჯვებები ადვილი იქნებოდა, თუ ჩვენ ნეიტრალურ კანდიდატებზე შევთანხმდებოდით.

ევროპარლამენტმა რეზოლუციაში არ ჩაწერა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიღება მნიშვნელოვანია ოპოზიციისთვის? ყველა შეხვედრაზე ამბობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია. ეს არ ნიშნავს ხელისუფლების ლეგიტიმაციას და ვერ გააგებინებ შენ ვერცერთ ევროპელს, რომლისთვისაც მუნიციპალური არჩევნები დემოკრატიული ფუნდამენტის არჩევნები , იმაში, რომ მონაწილეობას არ იღებ. ეს აქტი, რომელიც გუშინ გამოაგდეს და „გოიმებივით“ აყარეს, ყაველაშვილი კი არ ნიშნავს არჩევნებს, არამედ ეს კონსტიტუციური პროცესია. და ახლა კი მიფრიალებენ ზარქუას, რომელიც იყო „ნაცი“ და ბიძინას „ნაცი“ დამიწყებს რაიმეს, რომ რაიმე გადამაფიქრებინოს, თუ მიშას „ნაცი“ რა მნიშვნელობა აქვს?

„ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება არ მაინტერესებს, მათი დამოკიდებულება „ლელოსთან“ გამოჩნდა როგორი კოლეგიალურები და კორექტულები არიან.

ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებში ინდივიდუალური კანდიდატებით შესვლა შეცდომაა, ჩვენ საერთო, ნეიტრალური კანდიდატები უნდა დავაყენოთ. ამ კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ საერთო დიაპაზონი იმის, რომ ამომრჩევლებმა მხარი დაუჭირონ", - განაცხადა მან.

მსგავსი სიახლეები