სააკაშვილის შემოყვანის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილს ზურაბ და შალვა წოწორიებს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.
პროკურორი გიორგი ხაჩიძის მტკიცებით, წოწორიებმა იცოდნენ, რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა, თუმცა, შალვა წოწორიას კუთვნილი ავტომანქანით საკაშვილი აბაშაში ჩაიყვანეს.
დაკავებულების ადვოკატმა, გიორგი გოგინავამ კი წოწორიების მიმართ წარდგენილი ბრალდების აბსურდულობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, შოთაძის უწყებამ წოწორიების მხრიდან სამართლებრივი ორგანოების მიმართ ხელისშეშლის ფაქტი ვერ დაადასტურა.
მამა-შვილს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დანაშაულის დაფარვას ედავება.