მზადდება თუ არა აკო ჭელიძის მკვლელობა, ოჯახმა ამის შესახებ არაფერი იცის - ადვოკატი

05.10.21 13:56
მზადდება თუ არა აკო ჭელიძის მკვლელობა, ოჯახმა ამის შესახებ არაფერი იცის - ადვოკატი

აკო ჭელიძის ადვოკატის, დალი ბარბაქაძის, თქმით, ოჯახმა არაფერი იცის იმის შესახებ, რომ მზადდება ჭელიძის მკვლელობა. უფლებადამცველი აცხადებს, რომ წელიზის ოჯახმა ისიც არ იცის, სად იმყოფება მკვლელობაში ბრალდებული, თორემ გამოძიებასთან ითანამშრომლებდა.

ჩემთვის ცნობილია ის გარემოება, რომ კვარაცხელია და ბრალდებულები ერთმანეთს არ იცნობდნენ. ვიცი ისიც, რომ ბრალდებულების ადგილსამყოფელი უცნობია. ყოველ შემთხვევაში, არც ოჯახისთვისაა ცნობილი და არც გამოძიებისთვის. არის ეჭვი, რომ მათ ქვეყანა დატოვებული აქვთ. მაგრამ ამის ოფიციალურად დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში არ არსებობს. არც ოჯახია ამის შესახებ ინფორმირებული, თორემ გამოზიებასტან ითანამშრომლებდნენ. ამ ფაქტს ჩემთან საუბარშიც ადასტურებენ - აცხადებს დალი ბარბაქაძე.

ჭელიძემ და კავილაძემ თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, ნიკა კვარაცხელია ჩაცხრილეს და შემთხვევის ადგილი დაქირავებული მანქანით დატოვეს. ორივე მათგანს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.