"მოდი ქოლგით! - საპროტესტო მოძრაობა „300 ქალი“ სინდისის პატიმრების მხარდამჭერ აქციას აანონსებს

9 ივლისს, 19:30 საათი, რუსთაველის ძეგლი - საპროტესტო მოძრაობა „300 ქალი“ სინდისის პატიმრების მხარდამჭერ აქციას აანონსებს. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს მოუწოდებენ, თან იქონიონ ქოლგები - როგორც საერთო გზავნილის ნაწილი.
ოთხშაბათს, 9 ივლისს, 19:30 საათზე, საპროტესტო მოძრაობა „300 ქალი“ გამოდის სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად.
გამოვდივართ ქოლგებით — როგორც ერთობის, ძალისა და შეუპოვრობის სიმბოლო.
არ დავთმობთ ჩვენს შვილებს, არ დავთმობთ ჩვენს ქვეყანას, არ დავთმობთ თავისუფლებას!
ქალები ვერთიანდებით — სოლიდარობისთვის.
ვერთიანდებით — თავისუფლებისთვის.
ვერთიანდებით — გამარჯვებისთვის.
ვიკრიბებით რუსთაველის ძეგლთან და მსვლელობით წავალთ პარლამენტისკენ.
გთხოვთ, თან იქონიეთ ქოლგები.
9 ივლისს იქნება ქოლგების აქცია, - ნათქვამია ინფორმაციაში.