ელენე ქაიხოსროშვილი: ვისაც დააორგანიზებინეს 30-40 ადამიანის გაყრა თავდაცვის სამინისტროდან, სამსახურიდან თავადაც გაუშვეს

თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი, რომელიც ერთგვარ „პოლიტიკურ წმენდად“ შეფასდა, თავად რეორგანიზაციის განმახორციელებელი გუნდის წევრებსაც შეეხო. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში იურისტი ელენე ქაიხოსროშვილი ავრცელებს.
მისივე ცნობით, რეორგანიზაცია შეეხო ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსს, ზაზა ჩოხელს, რომელმაც სამინისტროს თანამშრომლების გათავისუფლების პროცესი თავად განახორციელა.
თავდაცვის სამინისტროში რეორგანიზაციად წოდებული პოლიტიკური წმენდა ხომ კარგად გახსოვთ?
ხოდა, ვისი ხელითაც გააკეთეს ეგ “რეორგანიზაცია”, ანუ, ვისაც დააორგანიზებინეს 30-40 ადამიანის გაყრა სამინისტროდან, სამსახურიდან თავადაც გაუშვეს.
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსს, ზაზა ჩოხელს საკუთარი თანამშრომლები გააყრევინეს, ხალხო და თავადაც გაუშვეს, სავარაუდოდ, ღარიბაშვილთან ასოცირების გამო.
როგორც ვიცი, მინისტრის მოადგილეებიც გაუშვეს, ოღონდ, არ ვიცი, რომლები.
უკარგესი მესიჯია საჯარო მოხელეებისთვის და ყველას იმავეს გისურვებთ, რაც ზაზა ჩოხელს დაემართა, - წერს ელენე ქაიხოსროშვილი.