თავისუფლება გიორგი მინდაძეს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! - აქცია რუსთავში

რუსთავში სინდისის პატიმრის, გიორგი მინდაძის მხარამჭერი აქცია იმართება. მსვლელობის მონაწილეები ამ წუთებში მინდაძის საცხოვრებელ სახლთან მიდიან, რათა ადგილზე მის მიმართ სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოხატონ.
მსვლელობის მონაწილეებს ხელში სინდისის პატმრების ფოტოები უკავიათ. თავისუფლება გიორგი მინდაძეს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! - სკანდირებენ ისინი.
მსვლელობაში სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებიც მონაწილეობენ. ამბობენ, რომ გადაწყეტილება, რომელიც მოსამართლე გალუსტაშვილმა მინდაძესთან მიმართებით გამოიტანა, უსამართლოა, ამიტომ ახლა გაჩუმების დრო არ არის.
გიორგის დაბადების დღეზე სიმბოლურად, რუსთავში არის მსვლელობა. იმდენად ვარ აღფრთოვანებული ამ დიდი აქციით და ამდენი ხალხით, რომ ყველას მინდა, სათითაოდ მადლობა გადავუხადო. სიკეთე მოგცეთ უფალმა და გიორგი კიდევ გამარჯვებული და თავისუფალი ჩამეხუტებინოს!, - ამბობს მინდაძის დედა.
გიორგი მინდაძეს სოლიდარობას უცხადებენ პოლიტიკოსებიც. "ნაციონალუი მოძრაობის" წევრი სოფო ჯაფარიძე პირდაპირ ამბობს, რომ პრინციპულ ბრძოლას აუცილებლად ბოლომდე მიიყვანენ.
მინდა, თითოეულ სინდისი პატიმარს კიდევ ერთხელ სოლიდარობა გამოვუცხადო და მათ ვუთხრა, რომ ისინი მარტო არ არიან. ჩვენ მათ გვერდზე ვართ და აუცილებლად, ამ პრინციპულ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე, გამარჯვებამდე. სულ ცოტა დარჩა. აუცილებლად ეს ბრძოლა დასრულდება ჩვენი, საქართველოს გამარჯვებით, - ამბობს სოფო ჯაფარიძე.