ქობულეთის მერია საშხაპეებს ცხოველებისთვისაც ყიდულობს - "პირველებმა" ხელშეკრულება მოიპოვა

06.07.25 16:36
ქობულეთის მერია საშხაპეებს ცხოველებისთვისაც ყიდულობს - "პირველებმა" ხელშეკრულება მოიპოვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტი საშხაპეების შესაძენად 400 000 ლარს დახარჯავს, მათ შორის, საშხაპეებს ყიდულობს ცხოველებისთვისაც.

როგორც "პირველების" მიერ მოპოვებული ხელშეკრულებიდან ირკვევა, შესყიდვა ტენდერის გარეშე, პირდაპირი ხელშეკრულებით ხორციელდება.

მერის ადმინისტრაციამ 20 ახალი საშხაპე ივლისის ბოლოსთვის უნდა მიიღოს, ანუ მაშინ, როდესაც ტურისტული სეზონი, პრაქტიკულად, დასასრულს მიუახლოვდება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ივლისის ბოლოსთვის საშხაპეების მონტაჟი უკვე დაგვიანებულია. ამასთან, ქობულეთელებს უჭირთ დაჯერება, რომ საშხაპეები ცხოვრელებისთვისაც უნდა გაკეთდეს. 

რაღა დარჩა, ერთი თვე რჩება სეზონი და მაგის გახსნას არაფერი აზრი არ აქვს, - ამბობენ ადგილობრივები. 

"პირველები" დაინტერესდა, როდის დაიწყებს კომპანია "გეოლოდი" საშხაპეების დამზადებას, თუმცა კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო. კომპანიის ხელმძღვანელი შოთა მიქელაძე იწმუნება, რომ სამუშოებს დათქმულ ვადებში შეასრულებს. 

თქვენ დაგვეხმარეთ და ჩვენ ყველაფერს შევეცდებით, - ამბობს სატელეფონო საუბარში მიქელაძე. 

საკითხში გასარკვევად "პირველებმა" ქობულეთის მერიას მიმართა და პასუხი წერილობით მიიღო. ირკვევა, რომ საშხაპეები, რომელსაც კომპანია დაამზადებს, ქალაქ ქობულეთის მინიციპალიტეტის მერიას უნდა მიაწოდოს. 

პასუხში, რომელსაც მერიის პრესსამსახური გვიგზავნის წერია, რომ აქტიურად მიმდინარეობს ბულვარის და ზღვისპირა სკვერების რეაბილიტაცია. ასევე ამტკიცებენ, რომ მერიის ბალანსზე არსებული საშხაპეების მონტაჟი ჯერ კიდევ მაისის თვეში დაიწყეს, თუმცა უხვი ნალექის გამო ისინი დაზიანდა. ამასთან, წერილში განმარტავენ, რომ საშხაპეების შეძენა ტენდერით იყო გათვალისწინებული, თუმცა ეს დროში გაიწელებოდა. 

აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის ქობულეთის სანპიროზე ზოლზე მხოლოდ ერთი საშხაპეა და ისიც მოქალაქეებმა საკუთარი ძალებით გააკეთეს. 

მსგავსი სიახლეები