ატრაქციონები, რომლებსაც არცერთი დღე არ უმუშავია - გორში 800 ათასად ნაყიდი ატრაქციონების შეკეთება დამატებით ნახევარი მლნ დაჯდება

06.07.25 18:29
ატრაქციონები, რომლებსაც არცერთი დღე არ უმუშავია - გორში 800 ათასად ნაყიდი ატრაქციონების შეკეთება დამატებით ნახევარი მლნ დაჯდება

გორის დასვენების პარკისთვის 800 ათას ლარად ნაყიდი საბავშვო ატრაქციონები ისე გამოვიდა მწყობრიდან, რომ ერთი დღეც არ უმუშავია. მერიამ ჩინური წარმოების ატრაქციონები 2020 წელს იყიდა და მხოლოდ ერთხელ, დასატესტად ჩართო, შემდეგ კი დასვენების პარკი რეაბილიტაციისთვის დაიკეტა.

5 წლის შემდეგ გაირკვა, რომ ატრაქციონები უსაფრთხო არ არის. ამიტომ,  ადგილობრვივმა ხელისფლებამ მისი შეკეთება გადაწყვეტა - ამას კი,  დამატებით ნახევარი მილიონი ლარი სჭირდება. 

ამბის გახმაურების შემდეგ ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება დაუდევრობაზე და ბიუჯეტის ფლანგვაზე ალაპარაკდა.

თანხები, რომელიც იყო გამოყოფილი, არ არის ეფექტურად დახარჯული. საუბარი იმაზე, რომ ატრაქციონების მიმართულებიტ არის პრობლემები ერთია, მაგრამ მეორე სერიოზული პრობლემა არის ის, რომ ეს სკვერი, რომლის რეაბილიტაციაც მოხდა და რომელზეც 15 მლნ-ზე მეტია დახარჯული, უნდა ჩაბარებულიყო 2021 წელს და 2024 წელსაც კი არაოფიციალურად გაიხსნა. რაც შეეხება უშუალოდ ატრაქციონებს, ატრაქციონები იყიდეს, დადგეს ად ერთი დღეც არ უმუშავია ამ ატრაქციონებს ისე გაფუჭდა და დალპა, - ამბობს ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენელი.  

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოების დასრულების ბოლო ვადად  2026 წლის იანვარი გამოაცხადა, რაც ნიშნავს, რომ ატრაქციონები ბავშვებისთვის ვერც წელს გაიხსნება. 

მსგავსი სიახლეები