ვიდეომტკიცებულება ძალოვანების წინააღმდეგ - გამოიყენებს თუ არა შანსს მოსამართლე გალუსტაშვილი და დახურავს თუ არა საქმეს?

მათე დევიძის და გიორგი მინდაძის განაჩენის შემდეგ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს კიდევ ერთი შანსი აქვს, დაამტკიცოს, რომ ობიექტური, მიუკერძოებელი და პრინციპულია. სინდისის 11 პატიმრის საქმეზე განაჩენის გამოტანამდე სულ ცოტა დრო რჩება. პოლიცილებზე თავდასხმის მუხლით დაკავებული მსახიობის, იუმორისტის, ომის ვეტერანის da სტუდენტების საქმეში მტკიცებულება, პრაqტიკულად, არ არსებობს. სკანდალურმა ჩანაწერმა კი, რომელიც პროკურატურამ სინდისის პატიმრების წინააღმდეგ მიიტანა, საქმე ჩამოშლის ზღვარზე მიიყვანა.
სასამარTლოში მტკიცებულებად მიტანილ ჩანაწერებში,რომელიც 3 დღეა განხილვის საგანი გახდა, ისმის სპეცრაზმელების მუქარა: "მოკალით, დახოცეთ, დაასახიჩრეთ". არადა, 80-მდე მოწმე პოლიციელი, იმედგაცრუებული მბრალდებლები ამ ვიდეომასალას ეყრდნობოდნენ. ბრალდება ამტკიცებდა, რომ ამ კადრებით სინდისის პატიმრების - ჯანო არჩაიას და გური მირცხულავას დანაშაულებრივი ქმედება იკვეთებოდა.
პროკურატურამ ამ კადრებით ადვოკატებს საქმე გაუმარტივა. იურისტები, რომლებიც სინდისის პატიმრების უფლებებს იცავენ, ამბობენ, რომ ამ კადრებს გამოკვლევის ეტაპზე თავადაც გამოიყენებენ. პროკურატურისგან განსხვავებით, დაამტკიცებენ რომ სპეცრაზმს პროევროპული აქციის მონაწილეების ლიკვიდაციის მცდელობა ჰქონდა.