"შენი ფანი ვარო", მერე უცებ "რატომ გვაგინეო" და დამცხეს - ვანიკო თარხნიშვილი

06.07.25 20:35
"შენი ფანი ვარო", მერე უცებ "რატომ გვაგინეო" და დამცხეს - ვანიკო თარხნიშვილი

ვანიკო თარხნიშვილი "პირველებთან" მასზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ ყვება. მსახიობი და მუსიკოსის ამბობს, რომ შემთხვევა მისი მშობლების საცოხვრებელ სახლთან მოხდა. მისი თქმით, მას ორი პირი მიუახლოვდა და თავდაპირველად თავი მის ფანებად წარმოადგინეს, შემდეგ კი მოულოდნელად ცემაზე გადავიდნენ. 

ორი ადამიანი იყო, არაფერი დაფარული არ ჰქონდათ. ერთისთვის საერთოდ არ შემიხედავს, მეორე მოვიდა ვითომ "შენი ფანი ვარო, მაგრამ მევასებიო, ბავშვობიდან გისმენო". მერე უცებ, "როგორ გვაგინეო" და დამარტყა, დამცხეს, რა. სახლთან, სადაც ჩემი მშობლები, ასაკოვანი ხალხი იყო და ფანჯრიდან გაიგეს ხმა. გზის პირას, პირდაპირ სახლთან სოლოლაკში. ალბათ იანვარში ფაბში რომ ვიმღერეთ "ოლე ოლა", მაგის პასუხი იყო ეტყობა, ახლა წამოეწიათ. ხალხი რომ გადმოვიდა, ჩქარი ნაბიჯით წავიდნენ და ბოლოს გაიქცნენ, - ამბოსბ ვანიკო თარხნიშვილი. 

ხელოვანი ამბობს, რომ შსს-თვის არ მიუმართავს, რადგან ამის აზრს ვერ ხედავს.  

არ მიმიმართავს, რა აზრი აქვს, მითხარით?, - ამბობს თარხნიშვილი. 

ვანიკო თარხნიშვილზე მომხდარ თავდასხმასტან დაკავშირებით შსს ამ დრომდე დუმს.