სინდისის პატიმრის, გიორგი მინდაძის მხარდამჭერებმა რუსთავის ქუჩები დღეს საპროტესტო შეძახილებით მოიარეს

06.07.25 21:09
სინდისის პატიმრის, გიორგი მინდაძის მხარდამჭერებმა რუსთავის ქუჩები დღეს საპროტესტო შეძახილებით მოიარეს

სინდისის პატიმრის, გიორგი მინდაძის მხარდამჭერებმა რუსთავის ქუჩები დღეს საპროტესტო შეძახილებით მოიარეს. დემონსტრანტები სკანდირებდნენ "თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს! ცეცხლი ოლიგარქიას!".

 აქციის მონაწილეებმა "ქართული ოცნების" რეპრესიები გააპროტესტეს და  პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ ყველა პატიმარს სოლიდარობა გამოუცხადეს. მივიდნენ გიორგი მინდაძის სახლთანაც, სადაც საპროტესტოს წარწერები დატოვეს. ამის შემდეგ მსვლელობის მონაწილეები მინდაძის დედის, ნანი წულაიას მაღაზიაში მივიდნენ, სადაც ის აქციის მონაწილეებს გაუმასპინძლდა. 

უკვე საღამოს საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთნენ. 

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები