რეორგანიზაცია თუ პოლიტიკური წმენდა? - ვის უშვებენ საჯარო უწყებებიდან

კაცი, რომელსაც რეორგანიზაციის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროდან ათობით კადრი გააშვებინეს, ბოლოს სამსახურიდან თავადაც გაათავისუფლეს. ადამიანის რესურსების დეპატამენტის უფროსი ზაზა ჩოხელი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის კადრად მოიაზრება, დღეს ტვ პირველის ზარებს არ პასუხობს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციიტ, ის პოსტიდან რამდენიმე დღის წინ, რეორგანიზაციად წოდებული წმენდის ბოლო ეტაპზე გაუშვეს. ზაზა ჩოხელი თავდაცვის სამინისტრომდე შსს-ს კადრების დეპარტამენტის უფროსი იყო. მინისტრის გაშვების შემდეგ ის გიორგი გახარია დააქვეითა.
საკადრო წმენდაა სუსშიც. უწყებიდან უშვებენ ყველას, ვინც გრიგოლ ლილუაშვილის კადრად მოაიაზრება. გათავისუფლებულია გენინსპექციის უფროსი გიორგი ღამბაშიძე და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი საბედაშვილი. ირალი კობახიძემ ხელის ერთი მოწერით ლილუაშვილის ოთხი მოადგილე გაუშვა.
საჯარო სამსახურებიდან მასობრივად უშვებენ ყოფილი თანამდებობის პირებთან კავშირში მყოფ ხალხს და ევროკავშირის მხარდამჭერი პეტიციის ხელმომწერებს. თუმცა, ადგილები ჩნდება "ოცნების" მოქმედი ჩინოვნიკების ოჯახის წევრებისთვის. შაბათის ეთერმა დაადგინდა, რომ სახელმწიფო სამსახურებში თბილისის საკრებულოს და მერიის თანამშრომლების ცოლები არიან დასაქმებულები.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.