შსს ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

06.07.25 22:12
შსს ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

შსს ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს.

უწყება წერს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბიზნესმენის ხელბარგის სკანირებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები აღმოაჩინეს. მათივე ცნობით, იარაღი რეგისტრირებული იყო, თუმცა რამიშვილს მისი ტარების უფლება არ გააჩნდა.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 1967 წელს დაბადებული გ.რ.-ს დაკავების შესახებ.
 

სამართალდამცველებმა, მიმდინარე წლის 6 ივლისს,  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, გ.რ.-ს ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს. 

დადგინდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია გ.რ.-ს სახელზე, თუმცა აღნიშნულ პიროვნებას ტარების უფლება არ ჰქონდა. 
 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.