საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ერგნეთთან საქართველოს 3 მოქალაქე გაიტაცეს

05.10.21 14:53
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ერგნეთთან საქართველოს 3 მოქალაქე  გაიტაცეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ერგნეთის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს საკი მოქალაქე გაიტაცეს. ოკუპანტები მათ სავარაუდოდ, არარსებული საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.

"პირველების" ინფორმაციით, სამივე მათგანი ამ დროისთვის ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

საქართველოს მოქალაქეების უკანონო გატაცებას ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

უკანონო დაკავების მომენტიდან მოხდა ცხელი ხაზის გააქტიურება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება.

უკანონოდ დაკავებული ერთი პირი უახლოეს პერიოდში გადმოეცემა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონო პატიმრობაში დარჩენილი პირების გათავისუფლების მიზნით.

ადამიანების უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად ართულებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. უკანონო დაკავებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას",- აცხადებენ სუსში. 

მსგავსი სიახლეები