სინდისის პატიმრების საქმის განხილვა განახლდა- მედიისთვის პროცესი კვლავ დახურულია

07.07.25 11:55
სინდისის პატიმრების საქმის განხილვა განახლდა- მედიისთვის პროცესი კვლავ დახურულია

სინდისის პატიმრების საქმეზე სასამართლოში განხილვა განახლდა-დღესაც მედიისთვის პროცესი დახურულია.

ჯერჯერობით უცნობია, რა მტკიცებულებებს გამოიკვლევს პროკურატურა. ინფორმაცია არ აქვთ არც იურისტებს, თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ დღევანდელ პროცესზე გამოიკითხონ მოწმე პოლიციელები,  ან გამოიკვლიონ ის ვიდეომტკიცებულებები, რომლებიც ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში იყო გადაგზავნილი.

იურისტები იმასაც ამბობენ, რომ ის ვიდეო-კადრები,  რომლებიც წინა სასამართლო პროცესზე იქნა გამოკვლეული და სადაც კარგად ჩანს და მკაფიოდ ისმის სპეცრაზმელების გზავნილები იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა დაეზიანებინათ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, ჯერჯერობით არ არის მოსული.

ჯერჯერობით არ არის მოსული და დაკითხული ყველა ის პიროვნება, რომელიც ამ საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი და ამავდროულად, ერთ-ერთი მთავარი ფაქტი რაც არის, სასამართლოში ჯერჯერობით არ არის მოსული საქმის მთავარი გამომძიებელი, რომელმაც ყველა ეს საგამოძიებო მოქმედება დაგეგმა. 6-7 თვის მანძილზე ჩვენ ვხედავთ, რომ გამომძიბელები მოდიან, დაზარალებულად ცნობილი პიროვნებები  მოდიან, თუმცა, ვერცერთი მათგანი, პროკურატურისთვის სასარგებლო ინფრომაციას ვერ ტოვებს სასამართლოში. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები და ვიდეოები  აჩვენებს, რომ ჯგუფურად მოქმედებედნენ სამართალდამცველები, როდესაც მოუწოდებდნენ აქტივისტების წინააღმდეგ სიცოცხლის მოსპობას და მათზე თავდასხმას. ამასთან დაკავშირებით პროკურატურას გამოძიება დღემდე არ აქვს დაწყებული,- აცხადებს ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი.

ყველაფერი ცხადყოფს იმას, რომ არანაირ მტკიცებულებებს არ ეყრდნობა საგამოძიებო ორგანო. მათთვის მთავარი იყო გარკვეულ პირთა რიცხვი შეეკრათ, წარედგინათ საზოგადოებისთვის და მესიჯი გაეგზავნათ, რომ ყველას დავსჯით, მიუხედავად იმის, რამე ქმედება ჩაიდინა თუ არა და რა თქმა უნდა, პირიქით, ის ვალდებულება, რაც აქ საგმოძიებო უწყებას, გამოეძიებინა პოლიციელთა მხრიდან ძალადობა, უფლებამოსილების გადამეტება, ამაზე არანაირი რეაგირება არ მომხდარა დღემდე და შემდეგ სასამართლო სხდომებზე, კიდევ უფრო ნათელი იქნება, თუ რამდენად აბსურდულია ყველა ბრალი,- აცხადებს ადვოკატი, რევაზ აჭარაძე.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

მსგავსი სიახლეები