სასამართლოში ანტონ ჩეჩინის პროცესი მიმდინარეობს - დღეს, სავარაუდოდ, თარჯიმანს გამოკითხავენ
თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრის, ანტონ ჩეჩინის პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სავარაუდოდ, თარჯიმანს გამოკითხავენ, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, საქმეში ნეიტრალური მოწმეა.
თუმცა ჩეჩინის ოჯახის წევრები და ადვოკატები განმარტავენ, რომ ეს თარჯიმანი არის მხარე, რადგან ის ადგილზე იმ დროს მივიდა, როდესაც საგამოძიებო მოქმედებები დასრულებული იყო და მან ფურცელზე მხოპლოდ ფორმალურად მოაწერა ხელი.
ერთადერთი მტკიცებულება, რაც პროკურატურის მხარემ წარმოადგინა, არიან თავად ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა ჩეჩინის პირად ჩხრეკაში. სხდომაზე ველოდებით პირად ჩხრეკაში მონაწილე თარჯიმანს, მთლიანად ამ მოწმეზეა დამოკიდებული პროკურატურის ვერსია, რადგან თარჯიმნის მონათვლა სურსთ, როგორც ნეიტრალურ პირად. არაერთხელ უწევს ამ ადამიანს მონაწილეობა სხვადასხვა გამომძიებლებთან ერთად, სხვადასხვა საგმოძიებო მოქმედებებში და ბუნებრივია, ეს ადამიანი, თავისი არსით, ვერ ჩაითვლება ნეიტერალურად -ამბობს ადვოკატი, გიორგი ჩხეიძე.
სინდისის პატიმარს დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას ედავებიან.წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
- 26 წლის ახალგაზრდა საქართველოში რუსეთიდან მასე შემდეგ ჩამოვიდა, რაც უკრაინაში რუსული რეჟიმის შევიდა და ომი წამოიწყო. ჩეჩინის ოჯახი ამბობს, რომ ახალგაზრდა რუსეთში ანტიპუტინისტურ აქციებში მონაწილეობდა, ის ნავალნის პარტიის მხარდამჭერი იყო და რამდენჯერმე დაკავებულიც იყო, თუმცა საერთაშორისო სასამართლომ მისი უფლებების დარღვევა დაადგინა.
- საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ჩეჩინი უკვე საქართველოში გამართულ აქციებში მონაწილეობდა.