სავალდებულო ვაქცინაცია - გაბუნიასა და გამყრელიძეს შორის აზრთა სხვადასხვაობაა

05.10.21 15:17
სავალდებულო ვაქცინაცია - გაბუნიასა და გამყრელიძეს შორის აზრთა სხვადასხვაობაა

სავალდებულო ვაქცინაციის საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძეს შორის აზრთას სხვადასხვაობაა.

თამარ გაბუნია ამბობს, რომ სავალდებულო აცრა პაციენტის შესახებ უფლებების კანონს ეწინააღმდეგება:

სავალდებულო ვაქცინაცია პირდაპირი გზით, პაციენტის შესახებ უფლებების კანონს ეწინააღმდეგება, რადგან ინტერვენცია სამედიცინო შეიძლება, შესრულდეს მხოლოდ პაციენტის ნებართვით და გადაწყვეტილებით. მიუხედავად იმისა, თუ რა არის განსაზღვრული საზოგადოებირივი ჯანდაცვის შესახებ კანონში", - თქვა გაბუნიამ. 

გამყრელიძეს კი მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს ურჩევს, კანონში კარგად ჩაიხედოს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონი, მე-5 მუხლი ნახეთ კარგად, ეს არ არის ადამიანის უფლებების დარღვევა, როცა პანდემიაა, თქვენ შეგიძლიათ, შემოიღოთ გარკვეული მანდატორიზმი. ამიტომ ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება, ეს შეიძლება, არ დაემთხვეს თქვენს, ან სხვების მოსაზრებას, მაგრამ ამას არ ვმალავ და ვაჟღერებ", - აღნიშნა გამყრელიძემ.