ზელენსკიმ მამუკა მამულაშვილს და მის ორი მოადგილეს უკრაინის უმაღლესი ჯილდოთი გადასცა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" მეთაურს, მამუკა მამულაშვილსა და მის ორ მოადგილეს უკრაინის უმაღლესი ჯილდოთი გადასცა.
მამუკა მამულაშვილი უკრაინის ხელისუფლებას მადლობას უხდის:
“მადლობას გიხდით ჩემი და ჩემი ორი მოადგილის დაჯილდოებისთვის.
მადლობას ვუხდი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.
განსაკუთრებული მადლობა იულია იაციკს ჩვენი დაჯილდოების საქმეში მისი უდიდესი წვლილისთვის. ასევე მადლობას ვუხდი ჩვენს ახლო მეგობრებს, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენს გვერდით იდგნენ, რომლებიც ყოველთვის იქ იყვნენ და ეხმარებოდნენ ქართულ ლეგიონს.
ჩვენთვის დიდი მოტივაციაა ვიგრძნოთ, რომ უკრაინის ხალხი ჩვენთანაა.
ეს ის ხალხია, ვისთვისაც დღეს უკრაინაში ვართ.
გულწრფელად ვუხდით მადლობას უკრაინელ ხალხს!“ - წერს მამუკა მამულაშვილი სოციალურ ქსელში
“ქართული ლეგიონი” უკრაინაში წლებია იბრძვის. არაერთხელ გავრცელდა ლეგიონის ხელმძღვანელის, მამუკა მამულაშვილისტოქსიკური ნივთიერებით მოწამვლის შესახებ ინფორმაცია.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს მამუკა მამულაშვილის და „ქართული ლეგიონის“ სხვა წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აქვს აღძრული თებერვალში მოსკოვის ბასმანის სასამართლომ "ქართული ლეგიონის" ხელმძღვანელს, უშანგი (მამუკა) მამულაშვილს, დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.