საქართველოს მოსახლეობის 55% ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მომხრეა-ISSA-ს კვლევა
ISSA-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 55% ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მომხრეა.
კვლევის მიხედვით, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ემხრობა თბილისის (63%) და პროევროპული ოპოზიციის (88%) ამომრჩეველთა უმრავლესობა.
რეგიონებში ახალ საპარლამენტო არჩევნებს მხარს უჭერს ყოველი მეორე.
ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მომხრეა საქართველოს მოსახლეობის 55%, ანუ უმრავლესობა. თბილისში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ემხრობა 63 % და პროევროპული ოპოზიციის ამომრჩეველთა დიდი ნაწილი-88 %. რეგიონებში ახალ საპარლამენტო არჩევნებს მხარს უჭერს ყოველი მეორე, საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, საქართველოს მოსახლეობის 55 % ეთანხმება, -აღნიშნა იაგო კაჭკაჭიშვილმა.
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) სამოქალაქო საზოგადოების ფონდის დაკვეთით იკვლია საზოგადოებრივი აზრი საქართველოში.
რაოდენობრივი კვლევა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა. გამოიკითხა 2000 სრულწლოვანი რესპონდენტი. ისინი ალბათური მეთოდით, კერძოდ, კლასტერული მეთოდით, წინასწარი სტრატიფიკაციით შეარჩიეს.
შერჩევის ცდომილება: ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით
გამოპასუხების წილი: 71%
საველე სამუშაოები ჩატარდა 2025 წლის17-29 ივნისის შუალედში.