რა დამოკიდებულება აქვს მოსახლეობას ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის შესახებ? – კვლევა

07.07.25 16:41
რა დამოკიდებულება აქვს მოსახლეობას ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის შესახებ? – კვლევა

ISSA-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის უპირობო მონაწილეობას საქართველოს მოსახლეობის 46 %, ხოლო ბოიკოტს 22 % ემხრობა, რაც შეეხება ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის შესვლას დათქმით- მხარს 16 % უჭერს.

კვლევის მიხედვით, თბილისის მოსახლეობაში ვითარება იცვლება-არჩევნების ბოიკოტს, ან მასში მხოლოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დათქმით მონაწილეობას კიდევ უფრო დიდი-47 % უჭერს მხარს.

ოპოზიციის მხრიდან, გამოკითხულთა დიდი ნაწილი კი, ადგილობრივი არჩევნების უპირობო ბოიკოტის მომხრეა.

საქართველოს მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი, ეს არის 46 %, ემხრობა ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის უპირობო მონაწილეობას, ბოიკოტს ემხრობა საქართველოს მოსახლეობის 22%, ხოლო 16 % ემხრობა ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის შესვლას დათქმით, კერძოდ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დათქმით. თბილისის მოსახლეობაში ვითარება იცვლება- ოპოზიციის მხრიდან, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტს, ან მასში მხოლოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დათქმით მონაწილეობას კიდევ უფრო დიდი, 47 % უჭერს მხარს, კიდევ უფრო იცვლება ვითარება პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლებში-უფრო დიდი ნაწილი, ოპოზიციის მხრიდან, ადგილობრივი არჩევნების უპირობო ბოიკოტის მომხრეა, -განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) სამოქალაქო საზოგადოების ფონდის დაკვეთით იკვლია საზოგადოებრივი აზრი საქართველოში.

რაოდენობრივი კვლევა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა. გამოიკითხა 2000 სრულწლოვანი რესპონდენტი. ისინი ალბათური მეთოდით, კერძოდ, კლასტერული მეთოდით, წინასწარი სტრატიფიკაციით შეარჩიეს.

შერჩევის ცდომილება: ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით

გამოპასუხების წილი: 71%

საველე სამუშაოები ჩატარდა 2025 წლის17-29 ივნისის შუალედში.