კვლევა: გამოკითხულთა 72% ადასტურებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია
საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის მიხედვით, რომელსაც სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) აწარმოა, თვით "ოცნების" ამომრჩევლებში ყოველი მეორე პოლიტიკური კრიზისის არსებობას ადასტურებს.
კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას აღიარებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (72%); ასევე, ყველა ქვეჯგუფის უმრავლესობა, "ოცნების" ამომრჩევლების გარდა.
საქართველოს მოსახლეობაში, ისევე როგორც ქვეჯგუფებში, “ოცნების“ ამომრჩევლების გარდა, პოლიტიკურ კრიზისზე ძირითად პასუხისმგებელ აქტორად დასახელებულია “ქართული ოცნება“.
პოლიტიკური კრიზისის არსებობას აღიარებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, თვით “ქართული ოცნების“ ამომრჩევლებში, ყოველი მეორე პოლიტიკური კრიზისის არსებობას ადასტურებს. ამ კრიზისის პასუხისმგებელ აქტორად საქართველოს მოსახლეობაში დასახელებულია “ქართული ოცნება“, -განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.
კითხვაზე - თქვენი აზრით, ვინ არის საქართველოში არსებულ კრიზისზე პასუხისმგებელი, გამოკითხულთა პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- ქართული ოცნება - 76,3%
- ბიძინა ივანიშვილი - 18.0%
- ნაციონალური მოძრაობა - 17.9%
- სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები - 17.2%
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) სამოქალაქო საზოგადოების ფონდის დაკვეთით იკვლია საზოგადოებრივი აზრი საქართველოში.
რაოდენობრივი კვლევა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა. გამოიკითხა 2000 სრულწლოვანი რესპონდენტი. ისინი ალბათური მეთოდით, კერძოდ, კლასტერული მეთოდით, წინასწარი სტრატიფიკაციით შეარჩიეს.
შერჩევის ცდომილება: ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით
გამოპასუხების წილი: 71%
საველე სამუშაოები ჩატარდა 2025 წლის17-29 ივნისის შუალედში.