კვლევა:“ქართული ოცნების“ პირობებში, ევროკავშირში გაწევრიანების მოლოდინი მოსახლეობის 46%-ს არ აქვს

07.07.25 17:33
კვლევა:“ქართული ოცნების“ პირობებში, ევროკავშირში გაწევრიანების მოლოდინი მოსახლეობის 46%-ს არ აქვს

საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის მიხედვით, რომელსაც სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი (ISSA) 2025 წლის ივნისში აწარმოებდა, საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი, 46 პროცენტი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ევროკავშირში გაწევრიანების მოლოდინი არ აქვს.

კითხვაზე-ვისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს არის ევროკავშირში გაწევრიანება მეტად მოსალოდნელი, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში - 14%;
  • თუ ხელისუფლებაში პროევროპული ოპოზიცია მოვა - 46%;
  • ორივეს შემთხვევაში - 14%;
  • არც ერთი - 10%;
  • არ ვიცი / უარი პასუხზე - 16%.

პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლები:

  • „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში - 1%;
  • თუ ხელისუფლებაში პროევროპული ოპოზიცია მოვა - 81%;
  • ორივეს შემთხვევაში - 7%;
  • არც ერთი - 5%;
  • არ ვიცი / უარი პასუხზე - 5%.

„ქართული ოცნების“ ამომრჩეველი:

  • „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში - 49%;
  • თუ ხელისუფლებაში პროევროპული ოპოზიცია მოვა - 6%;
  • ორივეს შემთხვევაში - 19%;
  • არც ერთი - 8%;
  • არ ვიცი / უარი პასუხზე - 18%.

“ქართული ოცნების“ ამომრჩევლების ჯგუფში თითქმის ყოველი მეორე (49%) ფიქრობს, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ევროკავშირში გაწევრება მოსალოდნელია“, - წერია კვლევაში.

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) სამოქალაქო საზოგადოების ფონდის დაკვეთით იკვლია საზოგადოებრივი აზრი საქართველოში.

რაოდენობრივი კვლევა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა. გამოიკითხა 2000 სრულწლოვანი რესპონდენტი. ისინი ალბათური მეთოდით, კერძოდ, კლასტერული მეთოდით, წინასწარი სტრატიფიკაციით შეარჩიეს.

შერჩევის ცდომილება: ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით

გამოპასუხების წილი: 71%

საველე სამუშაოები ჩატარდა 2025 წლის17-29 ივნისის შუალედში.