მზია ამაღლობელისთვის წაყენებულ ბრალდებას მოსახლეობის უმრავლესობა უსამართლოდ მიიჩნევს -კვლევა

07.07.25 17:42
მზია ამაღლობელისთვის წაყენებულ ბრალდებას მოსახლეობის უმრავლესობა უსამართლოდ მიიჩნევს -კვლევა

საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის მიხედვით, რომელსაც სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) აწარმოვა, “ბათუმელების“ და “ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ წაყენებულ ბრალდებასსაქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (59%) უსამართლოდ მიიჩნევს.

კვლევის მიხედვით, უსამართლობის განცდა მაღალია რეგიონებშიც (54%), თუმცა, გაცილებით მაღალია თბილისელებში (70%).
 

რაც შეეხება “ოცნების“ ამომრჩევლებს -22% ამაღლობელის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას უსამართლოდ მიიჩნევს, ხოლო თითქმის ამდენივე (23%) შეფასებას ვერ/არ გამოთქვამს.

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) სამოქალაქო საზოგადოების ფონდის დაკვეთით იკვლია საზოგადოებრივი აზრი საქართველოში.

რაოდენობრივი კვლევა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა. გამოიკითხა 2000 სრულწლოვანი რესპონდენტი. ისინი ალბათური მეთოდით, კერძოდ, კლასტერული მეთოდით, წინასწარი სტრატიფიკაციით შეარჩიეს.

შერჩევის ცდომილება: ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით

გამოპასუხების წილი: 71%

საველე სამუშაოები ჩატარდა 2025 წლის17-29 ივნისის შუალედში.