თავდასხმა ვანიკო თარხნიშვილზე - შემოიდება თუ არა თაროზე კიდევ ერთი სასტიკი ანგარიშსწორების საქმე?

07.07.25 20:55
თავდასხმა ვანიკო თარხნიშვილზე - შემოიდება თუ არა თაროზე კიდევ ერთი სასტიკი ანგარიშსწორების საქმე?

"ქართული ოცნება" მაკრიტიკებლების დაშინებას კვლავ ცემითა და მუქარით ცდილობს. ტიტუშკები ვანიკო თარხნიშვილს ჯერ მაყურებლად/მსმენელებად გაეცნენ, კეთილგანწყობის მოპოვების შემდეგ კი სცემეს.

საკუთარ სადარბაზოსთან, პოლიციის შენობის წინ, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ბავშვებით სავსე სკვერში - "ოცნების" ტიტუშკები დასდევენ ყველას და ყველგან. ამისთვის 1 ფაქტორიც საკმარისია - აკრიტიკებდე ივანიშვილს ან მის გუნდს და პროტესტის გამოხატვის არ გეშინოდეს. აქტივისტებზე, ჟურნალისტებზე, პოლიტიკოსებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტები დღემდე გამოუძიებელია და თაროზეა შემოდებული.

ვანიკო თარხნიშვილზე თავდასხმიდან 1 დღე გავიდა. შსს გვეუბნება, რომ გამოძიება უკვე დაწყებულია და 126-ე მუხლით მიმდინარეობს, თუმცა, ამ დრომდე უცნობია, დააკავეს თუ არა პირი, რომელიც მსახიობს საჯაროდ, დღისით, ფიზიკურად გაუსწორდა.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში