"სამარცხვინო, მდაბიო, უღირსი გადაწყვეტილება" - სააკაშვილს სატელეფონო ზარის უფლება შეეზღუდა

05.10.21 16:20
"სამარცხვინო, მდაბიო, უღირსი გადაწყვეტილება" - სააკაშვილს სატელეფონო ზარის უფლება შეეზღუდა

 მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო ზარის უფლება შეეზღუდა - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ბექა ბასიალაიამ, ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, შოთაძის უწყებამ ციხის ადმინისტრაციას დაავალა, სააკაშვილს სატელეფონო ზარების განხორციელება აუკრძალონ. ეს მაშინ, როცა არც ერთ მსჯავრდებულს არ ეკრძალება.

ციხემ მიიღო პროკურატურიდან მოთხოვნა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მიეცეს ზარის განხორციელების უფლება. მსგავსი რამ არც ერთ საქმეზე არ ხდება, რომელზეც სამართალწარმოება დასრულებულია. მსჯავრდებულ პირებს ზარის უფლება არ ეზღუდებათ და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პროკურატურამ მიიღო ეს სამარცხვინო, მდაბიო, უღირსი გადაწყვეტილება", - თქვა ბექა ბასიალაიამ.