MDF-ის დირექტორ თამარ კინწურაშვილს „დოიჩე ველეს“ "სიტყვის თავისუფლების ჯილდო" გადაეცა
„დოიჩე ველეს“ „სიტყვის თავისუფლების ჯილდო“ თამარ კინწურაშვილს - „მედიის განვითარების ფონდის“ დამფუძნებელი მსოფლიოში ცნობილმა გერმანულმა მედია ორგანიზაციამ დააჯილდოვა.
ცერემონიალი 7 ივლისს, „გლობალური მედიის ფორუმზე“, ქალაქ ბონში გაიმართა. სიტყვით გამოსვლის დროს კინწურაშვილმა ივანიშვილის ტერორზე და იმ რეპრესიულ კანონებეზე ისაუბრა, რომლითაც "ოცნება" საქართველოში ხალხს დევნის და კრიტიკული მედიის განადგურებას ცდლობს.
თამარ კინწურაშვილმა განაცხადა, რომ ჯილდის მიღება მისთვის და მისი გუნდისთვის - ჟურნალისტებისთვის, დეზინფორმაციის ექსპერტებისთვის და მკვლევრებისთვის - საპატიოა და ეს პატივი „ეკუთვნის თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა ადამიანს საქართველოში“.
„[ეს პატივი ეკუთვნით] მათ, ვისაც სჯერა თავისუფალი საზოგადოებისა და დემოკრატიის და უკვე შვიდ თვეზე მეტია, ქუჩაში აპროტესტებს ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყების გადადებას“, - განაცხადა მან.