8 პირის საქმე სასამართლოში - "პროკურატურის მოწმეები ხელს ვერცერთ სინდისის პატიმარს ვერ ადებენ"

08.07.25 11:52
8 პირის საქმე სასამართლოში - "პროკურატურის მოწმეები ხელს ვერცერთ სინდისის პატიმარს ვერ ადებენ"

თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების, ზვიად ცეცხლაძის, ვეფხვია კასრაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, თორნიკე გოშაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძისა და ინსაფ ალიევის პროცესი წუთი-წუთზე უნდა დაიწყოს - სხდომა ზუსტად 12:00 საათზეა ჩანიშნული. სასამართლო, სავარაუდოდ, ისევ დახურულ კარს მიღმა, ტელეკამერების გარეშე ჩატარდება. 

დღევანდელ პროცესზე არ არის გამორიცხული, პროკურატურამ მოწმედ გდდ-ს თანამშრომლები და ექსპერტები მიიყვანოს.

ადვოკატები ამბობენ, რომ ამ დრომდე პროკურატურის არცერთ მოწმეს დაკავებულების წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია და ხელი არცერთი ბრალდებულისთვის არ დაუდია. 

მეტიც, სინდისის პატიმრის, ვეფხია კასრაძის ადვოკატი, დავით ჭავჭანიძე ამბობს, რომ სხდომაზე მისულა ექსპერტმა, ვინც ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა ჩაატარა, დაადასტურა, რომ ვიდეომასალა, რომელსაც მან ექსპერტიზა ჩაუტარა, დამონტაჟებულია. 

ეს ვიდეო არ არის ორიგინალი ჩანაწერი, რაზეც ჩატარდა ექსპერტიზა. ექსპერტმა დამალა ეს ინფორმაცია და არ ასახა დასკვნაში - აცხადებს უფლებადამცველი. 

ადვოკატის თქმით, სასამართლოს რჩება ერთი გამოსავალი, რომ უდანაშაულოდ ცნოს როგორც ვეფხია კასრაძე, ისე სხვა სინდისის პატიმრები. 

ამ დროის განმავლობაში სასამართლოზე მტკიცებულებების გამოკვლევის დროს, ის დაზარალებული პოლიციელები, რომლებიც აძლევენ ჩვენებებს, ვერცერთმა მათგანმა ვერ მიუთითა, რომ ვეფხია კასრაძის რაიმე ქმედებას აქვს კავშირი მათ დაზიანებასთან. ვინ ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა ჩაატარა და იყო დაკითხვაზე მოსული, ექსპერტს მოუწია ეთქვა სიმართლე. მან დაადასტურა, რომ აღნიშნული ვიდეომასალა არის დამონტაჟებული და შესაბამისად, ეს ვიდეო არ არის ორიგინალი ჩანაწერი, რაზეც ჩატარდა ექსპერტიზა. ექსპერტმა დამალა ეს ინფორმაცია და არ ასახა დასკვნაში, რომლის ვალდებულებასაც აკისრებს კანონი. შესაბამისად, სასამართლოს რჩება ერთი გამოსავალი, რომ მან უნდა მიიღოს ერთადერთი გადაწყვეტილება, რომ უდანაშაულოდ ცნოს ვეფხია კასრაძე", - ამბობს ადვოკატი არჩილ ჭავჭანიძე.

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.