გორში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
გორში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც "პირველებს" ადგილობრივები ეუბნებიან, მოკლული ქალი და კაცი, რომელსაც მკვლელობას ედავებიან, არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ, თუმცა რა გახდა სასტიკი დანაშაულის მიზეზი, ამაზე ვერ საუბრობენ.
მოკლაო და მეტი არაფერი ვიცი, - ამბობს ადგილობრივი.
სასწრაფოში ვმუშაობ. რომ მივედი დილით, დილითვე მითხრეს, რომ მკვდარიაო და არ ვიცი, ვერ გეტყვით. დანით მოკლა მგონი, - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.
წუხელის არაფერი გაგვიგია ჩვენ. ახალგაზრდა ქალი იყო, სამიშვილი ჰყავს, ორი ბიჭი, ერთი - გოგო, - ამბობს მეზობელი.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ტირძნისში 50 წლის კაცმა ამავე ასაკის ქალი ცივი იარაღით მოკლა. სავარაუდო დამნაშავე შსს-მ ცხელ კვალზე დააკავა. უწყების ცნობით, დაკავებული კაცი წარსულში ნასამართლევია.