ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა პოლიციას თავად დაურეკა - რას ყვებიან ტირძნისის მცხოვრებლები
სოფელ ტირძნისში, ცოლის სასიკვდილოდ დაჭრის შემდეგ მკველობაში ბრალდებულმა პოლიციას და სასწრაფო დახმარებას თავად დაურეკა. ამის შესახებ "პირველებს" ადგილობრივები უყვებიან. მათი თქმით, მომხდარის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყვეს, როდესაც ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ.
ადგილზე დაღუპულა. თვითონ ეს ბიჭი წავიდა და დაურეკია სასწრაფო და პოლიცია რომ მოსულიყვნენ. არც იცოდნენ მეზობლებმა, - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.
ტირძნისის კიდევ ერთი მკვიდრი ამბობს, რომ კაცს, სავარაუდოდ, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
ექიმი რომ გამოვიდა, თქვა, რომ პირველი ჭრილობა გულში აქვს მიყენებული და სხვადასხვა ადგილებში კიდევ, რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული დანით. თქვეს, რომ კაცი მკურნალობდა, ცოტა ფსიქიურად გაუწონსწორებელი ადამიანი იყო. რავიცი, აქ ააფერს ამჟღავნებდა, წყნარი ხალხი იყო, ხმამაღალი ლაპარაკი არასდროს გამოსულა მაგათ ოჯახისგან და რა მოხდა არ ვიცი, ყველა გაოგნებულები ვართ, - ამბობს ადგილობრივი.
მეზობლები ამბობენ, რომ 47 წლის ქალს მეუღლესთან კონფლიქტზე არასდროს უსაბრია.
ჩემი მომხმარებელი იყო, მოდიოდა ხშირად. არც მეუღლესთან კონფლიქტზე არასდროს არაფერი უთქვამს, ვსაუბრობდით ხოლმე აქ, მაგრამ მსგავის რამე არ უთქვამს, - ამბობს მეზობელი.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ტირძნისში 50 წლის კაცმა 47 წლის ქალი ცივი იარაღით მოკლა. სავარაუდო დამნაშავე შსს-მ ცხელ კვალზე დააკავა. უწყების ცნობით, დაკავებული კაცი წარსულში ნასამართლევია.