სისტემას ხარებას კადრებისგან წმენდენ

08.07.25 20:42
სისტემას ხარებას კადრებისგან წმენდენ

ხარებას კიდევ ერთი კადრი მილერი ლაგაზაური სპეცრაზმის რიგებიდან გაუშვეს. სანქცირებული მაღალჩინოსანი ხარებას და მირზას გაყვა. "პირველების" ინფორმაციით, ზვიად ხარაზიშვილს გაყვნენ სამმართველოს უფროსები და სამმართველოს უფროსის მოადგიელეებიც. გარდა ამისა, განცხადებები დაწერეს რიგითმა სპეცრაზმელებმაც. ოპერატიული დაგეგმარების სამმართველოს ყოფილი მაღაალჩინოსანი არ გამორიცხავს, რომ სპეცრაზმის რიგებიდან წასვლის სერია კიდევ გაგრძელდეს.

წავიდნენ თუ თანამდებობები დაატოვებინეს? ეს ახლა მთავარი კითხვაა. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი არ გამორიცხავს, რომ "ოცნებამ" იმ ძალოვანების დაკავებები დაიწყოს, ვინც ახალგაზრდებს ქუჩა-ქუჩა დასდევდა და ფიზიკურად უსწორდებოდა. 

თანამდებობიდან წასული მილერი ლაგაზაური სპეცრაზმის რიგებში წლების განმავლობაში მსახურობდა და ხარებას სანდო კადრი იყო. არსებობს მისი ერთადერთი სატელევიზიო ინტერიუ, რომელიც შაბათის ეთერმა ჩაწერა. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა რაციების ჩანაწერები მოიპოვეს, სადაც ხარება დავალებებს გასცემდა, სასტიკი დარბევების შემდეგ კი ხარებაც და მისი მოადგილეებიც დაასანქცირეს.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები