აქტივისტ ბექა პაპაშვილს მეგობრის სახლთან დახვდნენ და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანეს
სამოქალაქო აქტივისტს ბექა პაპაშვილს ქეთი ხომერიკის საცხოვრებელ მისამართთან მიაკითხეს და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანეს.
ამის შესახებ ქეთი ხომერიკი ვიდეოჩანაწერში ჰყვება, რომელსაც სოციალურ ქსელში ავრცელებს.
აქტივისტის თქმით, დაკავებას წინ უძღოდა უცნობი პირის ზარი, რომელმაც თავი საქართველოს ფოსტის თანამშრომლად გააცნო და მისამართი დააზუსტა. შემდეგ კი, როდესაც ხომერიკი და პაპაშვილი სახლიდან გამოსვლას და აქციაში მონაწილეობის მიღებას აპირებდნენ, მათ სახლთან უკვე იმყოფებოდა კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელი, რომელმაც ბექა პაპაშვილს განუცხადა, რომ მიღებულია ინფორმაცია მისი ნარკოტიკული თრობის შესახებ და ამიტომ საჭიროა მისი გადაყვანა ნარკოლოგიური შემოწმებისთვის.
პაპაშვილი სამართალდამცველებს საკუთარი სურვილით გაჰყვა და მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.
ნარკოლგოურიდან გამოვალ რუსთაველზე და შევხვდებით იქ, რუსული რეჟიმი აუცილებალდ დამარცხდება,-თქვა პაპაშვილმა.