ჩვენს 3 თანამებრძოლს მოუწყვეს ჩასაფრება და გადაიყვანეს ნარკოლოგიურში-ირაკლი კუპრაძე

08.07.25 21:13
ჩვენს 3 თანამებრძოლს მოუწყვეს ჩასაფრება და გადაიყვანეს ნარკოლოგიურში-ირაკლი კუპრაძე

ჩვენს სამ თანამებრძოლს (ლელოს ლიდერებს) მოუწყვეს ჩასაფრება და გადაიყვანეს ნარკოლოგიურში, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე „ფეისბუქზე“ წერს.

მისი ინფორმაციით, ნარკოლოგიურში გადაიყვანეს გენერალური მდივნის მოადგილე, ოთო ფარულავა; კოალიციის კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ლევან ჯორბენაძე და ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ბექა ბერიძიშვილი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, მათთან დაკავშირებას ცდილობენ და ადვოკატები და თანაგუნდელები მათკენ მიემართებიან.

ჩვენს 3 თანამებრძოლს (ლელოს ლიდერებს) მოუწყვეს ჩასაფრება და გადაიყვანეს ნარკოლოგიურში.

  • ოთო ფარულავა - გენერალური მდივნის მოადგილე
  • ლევან ჯორბენაძე - კოალიციის კომუნიკაციების ხელმძღვანელი
  • ბექა ბერიძიშვილი - ახალგაზრდულის ლიდერი

ერთდროულად ქალაქის სხვადასხვა ადგილას, სახლებთან, დიდ დიღომში, საბურთალოზე და ჩუღურეთში.

ვცდილობთ ვიპოვოთ და გავიდეთ კავშირზე. ბექა ჯერ სახლთან ყავთ გაჩერებული, ადვოკატები და თანაგუნდელები გზაში არიან,-წერს კუპრაძე.

მსგავსი სიახლეები