"ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
ხვალ, 6 ოქტომბერს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებს მუხათწყარო, წოდორეთი, ლისი, თხინვალა და მიმდებარე სოფლებში. ამის შესახებ "ენერგო-პრო ჯორჯია“ იუწყება.
„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით ასევე, ელექტროენერგია ხვალ 11:00-დან 17:00 საათამდე შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ფასანაური, ჭართალი, ჩოხი, წიფორი, მაქართა, მუგუდა, წითლიანა, ლუთხუბი და მიმდებარე სოფლებში