გორში 20 წლის ახალგაზრდა დაჭრეს

09.07.25 00:26
გორში 20 წლის ახალგაზრდა დაჭრეს

გორში, რკინიგზის სადგურის დასახლების ტერიტორიაზე მომხდარი სროლის შედეგად 20 წლის ახალგაზრდა დაჭრეს.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გორში, სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მსგავსი სიახლეები