გორში ბიზნესმენის მანქანა ჩაცხრილეს - დაჭრილი ახალგაზრდა გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს

09.07.25 11:30
გორში ბიზნესმენის მანქანა ჩაცხრილეს - დაჭრილი ახალგაზრდა გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს

გორში ბიზნესმენის მანქანა ჩაცხრილეს - შეიარაღებული თავდასხმა რკინგზის დასახლებაში რამდენიმე გუშინ ღამით მოხდა. სავარაუდო სამიზნე სუპერმაკეტების ქსელ „ჯინის„ მფლობელი იყო. როგორც ადგილობრივები "პირველებს" ეუბნებიან, ბიზნესმენის ავტომობილს ეზოში 10-მდე ტყვია ესროლეს.

სროლის დროს დაიჭრა 20 წლის ახალგაზრდა, თუმცა მისი ვინაობა უცნობია. დაჭრილი მძიმე მდგომარეობით გუშინ ჯერ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა ექიმების გადაწყვეტილებით, მისი გადაყვანა თბილისის ერთ-ერთი კლინიკაში მოხდა. დაჭრილი ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. 

სავარაუდოდ თავდამსხმელები გელა გელაძის უწყებას ჯერ არ დაუკავებია.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მსგავსი სიახლეები