რა თქვა სასამართლოზე გიორგი ახობაძის მეგობარმა, რომელიც დაკავების მომენტში მასთან ერთად იმყოფებოდა
საქალაქო სასამართლოში ექიმ გიორგი ახობაძის პროცესზე მოწმედ დაიკითხა მისი მეგობარი, რომელიც დაკავების მომენტში სინდისის პატიმართან ერთად იმყოფებოდა.
ლევან ბერიძემ დეტალურად მოუყვა სასამართლოს, როგორ არიგებდნენ აქციზე წყალს და სენდვიჩებს და როგორ დაიძრნენ მანქანისკნე.
ბერიძემ თქვა, რომ თამარ მეფის ხიდთან ორმა საპატრულო ეკიპაჟმა გააჩერა ის და ახობაძე
მეც გადმომიყვანეს მანქანიდან და ისიც. ერთს - ერთი ხელი ეჭირა ჩემი, მეორეს - მეორე და მესამე მჩხრეკდა, გიორგისთან 5-6 პოლიციელი იდგა - განაცხადა მოწმემ და სასამართლოს მოუყვა, როგორ გაიხო ახობაძის შეყვირების ხმა.
„რუსთაველზე ვიყავი აქციაზე, მეგობრები ვართ [მე და გიორგი] და მინდოდა მენახა, ახალი ჩამოსული ვიყავი, დავურეკე... სენდვიჩები მაქვს და წყალი და ხალხს უნდა დავურიგოო, ჩავედით, ამოვიტანეთ, სენდვიჩებს არიგებდა, მე წყალს ვარიგებდი, ეს გაგრძელდება 1-1.5 საათი. პირველი საათი სრულდებოდა, დავარიგეთ ესენი. შეგვცივდა...
მე წაგიყვანო შემომთავაზა, ხელი დამაყრდნო და ნელ-ნელა, საუბარ-საუბარით მივდიოდით მანქანისკენ, ჩავჯექით მანქანაში. „თბილისი მერიოტთან“ დაახლოებით.
მოვდიოდით, ვსაუბრიბდით, ჩამოვუყევით სანაპიროს. ვხვდებოდი, რომ მე მივყავდი სახლში [წერეთელზე]...
თამარ მეფის ხიდს ეძახიან, იქ ვიყავით, როცა უკან აინთო ციმციმები. პატრულის.
კარგი არაფერი არ ხდება ამის მერე...
მოვიდა პატრულ-ინსპექტორი, პატრულის მანქანით, პატრულის ფორმა ეცვა. მაღალი იყო. თქვენი საბუთებიო, ახლავეო გიორგიმ. პერიფერიული მზერით დავინახე, რომ მეორე პატრულის თანამშრომელი მოდის ჩვენკენ. გადმობრძანდითო. ერთი ნაბიჯი არ ჰქონდა გადადგმული, და წინ ერთი მანქანა, მეორე მანქანა, გადმოხტნენ... წინ ორი და უკანაც ორი მანქანა იყო.
მეც გადმომიყვანეს მანქანიდან. ერთს - ერთი ხელი ეჭირა ჩემი, მეორეს - მეორე და მესამე მჩხრეკდა.
რომ გადმოვედით მანქანიდან, მანქანის წინ წამიყვანეს, გიორგი მოპირდაპირე მიმართულებით. მინიმუმ 5-6 კაცი იყო მასთან. მოღუნული ხე იყო, ეს დავიმახსოვრე, სადაც დააყენეს. ჩვენ შორის დაახლოებით 30-40 მეტრის დაშორება იყო ალბათ.
...ჩხრეკა დაწყებულია, მე მჩხრეკენ, გიორგის შეყვირების ხმა გავიგე და მოვტრიალდი, ხელი არ დაარტყრათ, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს-მეთქი, ჩვენ ხელს არავის არ ვურტყამთ, არ ინერვიულოთო. როგორ არ ვინერვიულო, ვერ ხედავთ ქუჩაში ხალხს რას უშვებიან-მეთქი...
დაიწყეს ჩემი ჩხრეკა, 14 წუთი ფეხშიშველი ვიდექი, გამხადეს ქურთუკიც, მჩხრეკდნენ... შემდეგ იქიდან [სადაც გიორგის ჩხრეკდნენ] მოვიდა ორი ადამიანი, ერთი უფროსი ყოფილა, მეორე მისი მოადგილე.
გიორგიმ რომ ფოტო აჩვენა [გიორგი გურეშიძის] მეც ვნახე მერე ეს და კი, ჩემთანაც ეს მოვიდა...
ბევრმა მანქანამ გაიარა, ზოგი სიგნალებსაც გვაძლევდა“, - განაცხადა მან (პუბლიკას თანახმად)
ექიმი გიორგი ახობაძე, რომელიც საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო, 7-8 დეკემბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.
პროევროპული აქციების დროს დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის დედა მისი დაკავებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ლოგინად ჩავარდნილი მშობლის ერთადერთი მომვლელი მისი შვილი იყო და ამის შესახებ დაკავებული ახობაძე მოსამართლეს 10 დეკემებრის სხდომაზეც უყვებოდა.