თაღლითობა მღვდლის სახელით - მამა იოანეს "ფიესბუქი" გაუტეხეს და მრევლს ფული გამოსძალეს

05.10.21 20:08
თაღლითობა მღვდლის სახელით - მამა იოანეს "ფიესბუქი" გაუტეხეს და მრევლს ფული გამოსძალეს

თაღლითობა მღვდლის სახელით - მამა იოანე ცუხიშვილს "ფიესბუქი" გაუტეხეს და მრევლს ფული გამოსძალეს. თაბობრის მამათა მონასტრის სასულიერო პირის სულიერ შვილებს თაღლითებმა მისწერეს, რომ ფული სჭირდებოდათ და მოქალაქეებს თანხა ყალბ ანგარიშზე გადაარიცხინეს. ჯამში მღვდლის სახელით თაღლითებმა 65 ათას ლარზე მეტი მიითვისეს. 

მამა იოანეს "ფეისბუქიდან" შეტყობინება ერთდროულად რამდენიმე მოქალაქემ მიიღო. მღვდელი სიულიერ შვილებს საბანკო ბარათის მონაცემებს სთხოვდა. მოქალაქეებმა პირადი საბანკო მონაცემები სოცილურ ქსელში გააგზავნეს, რის შემდეგაც  მრევლის ანგარიშიდან თანხის გადარიცხვა ერთმანეთის მიყოლებით დაიწყო. ირკვევა, რომ დიდი ოდენობით თანხა ჯამში 65 ათასი ლარი მღვდლის სულიერი შვილების ანგარიშებიდან ონლაინკაზინოს ანგარიშზე გადაიტანეს. არიან  ასევე, დაზარებულები, რომელთა პირადი მონაცემებით ჰაკერმა ბანშკი სოლიდური თანხა ისესხა.

ადვილად გატეხეს, მაგრამ დღემდე არ არის დაბლოკილი ჩემი გვერდი. არ არსებობს მექანიზმი ქვეყანაში, რომ დაცული იქნეს ჩემი, ან ჩვენი საზოგადოების უფლებები ამ კონტექსტში. ისევე, როგორც ბანკის კონტექსტში არ არის დაცული, - ამბობს სასულიერო პირი. 

ის, რომ მისი სახელით თაღლითებმა ისარგებლეს და მრევლს თანხები გამოსძალეს, მამა იოანემ გვიან აღმოაჩინა.  გომელაურის უწყებამ  დამნაშავის კვალზე გასვლა და სასულიერო პირის პირადი მონაცემების დაცვა ჯერჯერობით ვერ შეძლო. აღნიშნულ საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე მესამე დღეა იძიებს, თუმცა უშედეგოდ.

ქვეყანაში გასულ წელს კომპიუტერული დანაშაულის 2000-ზე მეტი შემთხვევა აღირიცხა, თუმცა საგამოძიებო უწყებები შემთხვევების 10%-ის გახსნასაც ვერ ახერხებენ. კიბერუსაფრთხოების ექსპერტები პირდაპირ ამბობენ,რომ საგამოძიებო უწყება დამნაშავეების პროგრესს ვერ ეწევა.

 

მსგავსი სიახლეები