„ბინძურ და ღირსების შემლახავ პრაქტიკას არ დავემორჩილებით“ - ოთო ფარულავა ნარკოტესტის ჩატარებაზე

09.07.25 13:58
„ბინძურ და ღირსების შემლახავ პრაქტიკას არ დავემორჩილებით“ - ოთო ფარულავა ნარკოტესტის ჩატარებაზე

 

 

"ძლიერი საქართველოს" წევრი ოთო ფარულავა გუშინ ნარკოლოგიური შემოწმების საბაბით განხორციელებულ რეიდებს ეხმიანება და ამბობს, რომ შსს-ს "ბინძურ და ღირსების შემლახავ" მოთხოვნას არ დაემორჩილება. მისი თქმით, გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მას და მის ორ თანამოაზრეს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე წასვლა მოსთხოვეს, თუმცა მათ კატეგორიული უარი განაცხადეს. ფარულავას თქმით, არც შემდგომში გამოყენებული დამოუკიდებელი ექსპერტიზის შესაძლებლობა გამოუყენებიათ, რადგან, მისი შეფასებით, ეს პროცესები პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმს წარმოადგენს.

გუშინ მე და ჩემი ორი თანამებრძოლი რუსულ რეჟიმს გადავყავდით ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, რაზეც კატეგორიული უარი განვაცხადეთ და ამის შემდეგ ის მოცემული 4 საათიანი დრო, რომ გამოგვეყენებინა დამოუკიდებელი ექსპერტიზა, არც ის გამოვიყენეთ. ჩვენი პასუხი აის ცალსახა, რომ ჩვენ არ დავემორჩილებით იმ ბინძური და ღირსების შემლახავ პრაქტიკის დაბრუნებას საქართველოში, რომელსაც ცდილობს რუსული რეჟიმი, - ამბობს ოთო ფარულავა. 

გუშინ დაწყებული მასობრივი ნარკოშემოწმებები დღესაც გაგრძელდება. ნარკოლოგიურში შემოწმებებზე სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები გადაჰყავთ. ზოგიერთი მათგანი გუშინ ქუჩაში გააჩერეს და შემოწმებაზე გაყოლა მოსთხოვეს, ზოგს მეგობრის სახლში მიაკითხეს.

"ოცნების" მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ შსს-მ წინდაწინ შეადგინა იმ ადამიანების სიები, რომლებიც აქციებში აქტიურად მონაწილეობენ. მოქალაქეები დარწმუნებულები არიან, რომ გელაძის უწყების მიზანს მათი რეპუტაციის შელახვა და დისკრედიტაცია წარმოადგენს. 

 

მსგავსი სიახლეები