როკო მწყერაშვილმა ექსპერტიზის ბიურო დატოვა
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრმა როკო მწყერაშვილმა, რომელიც დღე ნარკოტესტის ჩატარების მიზნით პოლიციამ გააჩერა, ექსპერტიზის ბიურო დატოვა. ამის მიუხედავად, მას შენობაში ყოფნა საათზე მეტხანს მოუწია, რამაც ახლობლები და მეგობრები ააღელვა. მთელი ამ დროის განმავლობაში მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რატომ ჭიანურდებოდა პროცესი და რატომ არ ატოვებინებდნენ მწყერაშვილს შენობას.
დაახლოებით ერთი საათია ველოდებით გამოშვებას, იმის მიუხედავად, რომ ნარკოტესტი უკვე გაიარა. წესით, უკვე პასუხიც იყო, იმიტომ, რომ გამოვიდა და თქვა, რომ სუფთაა. ამის მიუხედავად, მათ მაინც გააჯანჯლეს პროცესი და დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში რამდენჯერაც ვეკითხებით, რომ როდის მორჩება ამბავი, გვეუბნებიან, რომ 5-10 წუთის განმავლობაში გაგრძელდება ისევ პროცედურა და მორჩება, თუმცა ფაქტია, დასტურს ელოდებიან და რა ბრძანებასაც მიიღებენ, იმას შეასრულებენ, - თქვა მწყერაშვილის მეუღლემ.
მწყერაშვილის ახლობლები და მეგობრები ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი მოქალაქეების ტერორს და დაშინებას ემსახურება.