დაკავებების სერია გრძელდება - რა ვითარებაში აიყვანეს დიმა ბიძინაშვილი
"კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრი დიმა ბიძინაშვილი დაკავებულია. ძალადობაში არაერთხელ მხილებულმა მანდატურებმა ბიძინაშვილი სასამართლოს დერეფანში დააკავეს, 4 საათით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს ბოლოს კი საპატრულო პოლიციას წინასწარი დაკავების იზოლატორში ისე გადააყვანინეს, არავის განუმარტავს რა გახდა დაკავების მიზეზი. მას წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.
მანდატურები სამოქალაქო აქტივისტებზე და პოლიტიკოსებზე სასამართლოს დერეფანში ნადირობენ, დღეს სხვიტარიძის პროცესი 30 კაციან დარბაზში ჩატარდა, ერთ-ერთი ვერსიით ბიძინაშვილი საბა სხვიტარიძის პროცესზე არ შეუშვეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.