მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ გამკაცრდება რეალობა - გიგი გიგიაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მკლევარი-დიპლომატი, გიგი გიგიაძე აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ რეალობის გამკაცრების მოლოდინი უნდა გვქონდეს.
მისი თქმით ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" ეკისრება.
ყველაფერი არის ერტი პოლიტიკური ძალის, პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობა. შესაბამისად მოლოდინი უნდა გვქონდეს იმისა, რომ დიდი ალბათობით, გამკაცრდება რეალობა. დიდი ალბათობით, მოხდება უკვე გაცილებით უფრო მკაცრი ინსტრუმენტების შემოტანა, როგორიც არის მაგალითად: უვიზო რეჟიმის შეჩერება, SWIFT-ის შეჩერება, ასოცირების შეთანხმების გადახედვა და ა.შ., რაც ჩვენ ქვეყანას დროში დახევს ძალიან, ძალიან უკან და შეაჩერებს ჩვენს დინამიკას, ჩვენ სვლას დასავლეთის მიმართულებით.
ეს არის უკიდურესად ნეგატიური განვითარება. ეს არის ძალიან მძიმე რეალობა, რომლის დადგომაც უზრუნველყო პოლიტიკურმა პარტია "ქართულმა ოცნებამ" და მათ უნდა აგონ პასუხი ამაზე თავიდან ბოლომდე," - განაცხადა გიგი გიგიაძემ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიში დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის კოლაფსად და ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს მიტაცებად არის შეფასებული.
დოკუმენტით ევროპარლამენტი „ქართულ ოცნებას“ რეპრესიებში, არჩევნების გაყალბებაში, პოლიტიკური პატიმრების არსებობაში და პრორუსულ კურსში ამხელს.
ანგარიშში მოხვდა მედიასაშუალებებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ მიმართული ზეწოლა და დევნა.