საბა ჯიქიას პროკურორი ევროპაში ისვენებს
სინდისის პატიმრის, საბა ჯიქიას საქმის პროკურორი, თამარ იაკობიძე დღეს სხდომათა დარბაზში არ გამოჩენილა. "პირველების" კორესპოდენტის ცნობით, მას მოსამართლე ნახევარი საათის მანძილზე ელოდებოდა.
როგორც მოგვიანებით სოციალური ქსელის საშუალებით გაირკვა, პროკურორი შვებულებაშია და ევროპაში ისვენებს.
დღევანდელ პროცესზე მის ნაცვლად მორიგე პროკურორი წარსდგა.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა საბა ჯიქიას, დღეს, 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.