ელოდება თუ არა კახა კალაძე დაკავებას - თბილისის მერის პასუხი

10.07.25 13:40
ელოდება თუ არა კახა კალაძე დაკავებას - თბილისის მერის პასუხი

 

 

გაგრძელდება თუ არა სამართლებრივი პროცესი და ვიხილავთ თუ არა კიდევ რომელიმე "ოცნების" მაღალჩინოსანის დაკავებას? ეს კითხვა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დაკავება იხილა საზოგადოებამ. ზოგიერთი ოპოზიციონერი მაშინ წყაროზე დაყრდობით საუბრობდა, რომ რომ "მალე ბიძინა ივანიშვილი კახა კალაძესაც მიადგება".

ამიტომ დღეს "პირველებმა" კალაძეს ჰკითხა, ელოდება თუ არა დაკავებას, რაზეც თბილიის მერმა ასე უპასუხა:

თავი დაანაბეთ ამ ბინძურ კამოპანიას... პოლიტიკურად ვერაფერს ვერ უშვებით "ქართულ ოცნებას" და ცდილობთ თქვენი ბინზური კამპანიებით და მოგონილი წორებით საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში". - განაცხადა თბილსისი მერმა. 

"ტვ პირველმა" კალაძეს ასევე ჰკითხა, იქნება თუ არა ის თვითმმართველობის არჩევნებზე "ოცნების" მერობის კანდიდატი:

დაელოდეთ, ყველაფერს აქვს თავისი დრო და უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება ყველაფერი", - განაცხადა კალაძემ.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს. 23 ივნისს რომეო მიქაუტაძეს წიანსწარი პატიმრობა შეეფარდა. 

საქმის მასალების მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. კერძოდ კი, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები