სინდისის 8 პატიმრის პროცესი: პროკურატურის მოწმეებმა არ იციან, ვინ დააზიანა ავტომობილები და სანაგვე ურნები
თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის 8 პატიმრის პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის 2 მოწმე დაიკითხა.
ერთ-ერთი მოწმე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია, რომელიც აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების დროს შსს-ს ბალანსზე არსებული ორი შკოდის ტიპის ავტომობილი დაზიანდა და უწყებას დაახლოებით 15 000 ლარის ზარალი მიადგა. ხოლო მეორე მოწმე თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია. მისი თქმით, აქციების მიმდინარეობისას სანაგვე ურნების დაწვის გამო, სამსახურს ზარალი მიადგა.
ვერცერთი მოწმე ბრალდებულებს ხელს ვერ ადებს და ამბობენ, რომ მათ არ იციან ვინ დააზიანა ავტომობილები და სანაგვე ურნები.
ადვოკატების განცხადებით, ბრალდების მხარე არ აქვს რაიმე სახის დამადასტურებელი დოკუმენტი, ფაქტი ან მტკიცებულება.
სინდისის 8 პატიმრის დღევანდელ პროცესზე წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს.
პროცესზე ერთ-ერთმა პატიმარმა, ვასილ კაძელაშვილმა შვილს დაბადების დღე მიულოცა.
[ფოტოს სოციალურ ქსელში "ქვეყნის სამსახურში" ავრცელებს]