ციხეში 4 წლით და 6 თვით გაშვებული საბა ჯიქია და ანრი კვარაცხელია განაჩენის მოლოდინში - რა ხდებოდა დღეს სასამართლოში
სინდისის 19 წლის პატიმარი, საბა ჯიქია მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დღეს ზუსტად 4 წელით და 6 თვით გაუშვა ციხეში. საქალაქო სასამართლოში მისული ხალხი საბა ჯიქიას წინააღმდეგ მიღებულ ვერდიქტს ცრემლების გარეშე ვერ შეხვდა. ერთადერთი ვინც მხარდამჭერებს იქეთ ამხნევებდა ახალგაზრდა პატიმარი იყო. საბა ჯიქიამ თქვა ,რომ ზუსტად იცის რისთვის იბრძვის და რა ფასი აქვს ამ ბრძოლას.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს გადაწყვეტილების მისაღებად იმაზე ცოტა დრო დასჭირდა. ვიდრე ვერდიქტის წასაკითხათ, ეს კი ადვოკატისთვის იმის მტკიცებულებაა, რომ სინდისის ყველა პატიმრის საქმეზე ყველა გადაწყვეტილება უკვე დაწერილია.
მოსამართლის ვერდიქტს ელოდება 26 წლის ანრი კვარაცხელიაც. დღეს მის საქმის განხილვა დასრულდა. ახალგაზრდა რომელსაც გამოძიება პოლიციელზე თავდასხმასა და ე.წ მოლოტოვის კოქტეილის სროლად ედავება საბოლოო სიტყვას 18 ივლისს იტყვის და ამავე დღეს გამოაცხადებს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია სინდიდის კიდევ ერთი პატიმრის საქმეზე გადაწყვეტილებას.
საქალაქო სასამართლოში დღეს ასევე გაიმართა სინდისის 8 პატიმრის საქმე, სადაც 2 მოწმე დაიკითხა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი სხდომაზე იმის სათქმელად მივიდა, რომ აქციების დროს შკოდის მარკის 2 ავტომობილი დაზიანდა. თბილისს მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი კი ამტკიცებდა რომ ინვენტარი დაიმტვრა. დღევანდელი სხომაზეც ვერცერთმა მოწმემ დღეს ხელი ვერცერთ ბრალდებულს ვერ დაადო.
კიდევ რა ხდებოდა საქალაქო სასამართლოში - დეტალურად ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.