შვილმკვდარი დედა დუმილს არღვევს? - რა მოხდა 2 წლის წინ წყნეთის სკვერში, სადაც მოზარდი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

10.07.25 20:37
შვილმკვდარი დედა დუმილს არღვევს? - რა მოხდა 2 წლის წინ წყნეთის სკვერში, სადაც მოზარდი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

შვილმკვდარი დედის დარღვეული დუმილი. 15 წლის ტრაგიკულად გარდაცვლილი დათუნა ჟღენტის დედა "პირველებს" პირველ ინტერვიუს აძლევს. რა მოხდა ორი წლის წინ წყნეთის სკვერში, სადაც მოზარდი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა?  -შვილმკვდარი დედა ფიქრობს, რომ საქმე სისტემურ დანაშაულთან გვაქვს, გამოძიება კი პრაქტიკულად უმოქმედოა. 

მისი თქმით, 2 წელია პასუხისმგებლობას ყველა ირიდებს, მათ შორის პროკურორი გია შაიშმელაშვილი. რომელმაც დამნაშავე უნდა გამოავლინოს და პასუხისგებაში მისცეს. კითხვები ბევრია-პასუხები არა. საქმეს ერთი ბრალდებულიც კი არ ჰყავს.  

მთავარი კითხვაა, ვინ დაამონტაჟა უკანონოდ, კუსტარულად ელექტრომოწყობილობა ფანჩატურში, რასაც მოზარდი ემსხვერპლა.  ადგილობრივები პირველებს ეუბნებიან, რომ გამოძიება ორი წლის წინ ცდილობდა ისრები მათკენ  გადაეტანა. ოპოზიცია კი  პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს, რადგან როცა მერია იწყებს სკვერის მოწყობას,  ვალდებულია შეამოწმოს ადგილი და ისე  ჩაატაროს რეაბილიტაცია. კალაძე მოხდარზე პასუხისმგებლობას  სრულად იხსნის.

დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები